პოეზია · ლირიკა
გარეშე
ოქროს შუალედით დავიღალე,ყველა განზომილებაში დავიკარგე-წერტილები და ხაზები,უაზრო აზრებიდა შავ-თეთრი მზე.რაც მაკლდა მხოლოდ ის ვეძიე,მაგრამ რაც მქონდა იმას-ღა დავეწიე-
სურათი დავხატე ფერების გარეშე,გოგონას ვაკოცე წესების გარეშე,ღვინო დავლიე სურვილის გარეშე,სარკე გავტეხე მიზეზის გარეშე,მთელი თვე მეძინა სიზმრების გარეშე,გიტარას ვუკრავდი სიმების გარეშე,თამაში მომინდა მოგების გარეშე,ერთი დღის ცხოვრება- კანონის გარეშე.
ბევრი ვიარე,ბევრი ვიფრინედა ცოტა ვიფიქრე,ვიდრე მშვიდად ყოფნა არ გადავიფიქრე.
ბოლოსჩემს თავთან მივედი,მაგრამ არავინ დამხვდა-- სიცარიელე,მე კი- სწორედ ამ სიცარიელეში-აღმოვჩნდი გარეშე.