↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

კვირაში ერთხელ

ჭეიშვილი გიორგი

2026-07-181 წთ საკითხავი1526 ნახვა

—
ორშაბათს იტირა მზემ,როცა კაცმა თქვა--მზეთუნახავი.
სამშაბათს ტიროდა ცა,როცა კაცმა თქვა--ქალი, რომელსაც თვით ცისარტყელაფერებს ჰპარავდა.
ოთხშაბათს, ვიდრე ღმერთად გახდიდა,ქალი გახადა, და თქვა-- სამოთხე!
ხუთშაბათს ცოლად შეირთო.
პარასკევს უკვე ტიროდა ქმარი,რადგან ცოლი გამოდგაზედმეტად მიწიერიდა არც ისე ნიჭიერი.
შაბათს, რა თქმა უნდა,ატირდა ცოლი -როგორც მზე,როგორც ცადა როგორც ქმარი.
ამიტომ უნდა დავტოვოთ ქალი უბრალო ქალად!მაგრამ ეს ისეთი მოსაწყენია,რომ სჯობს კვირაში ერთხელ ყველამ იტიროს!
ჭეიშვილი გიორგი

ჭეიშვილი გიორგი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი