პოეზია · ლირიკა
ბევრკისერთმომგრეხი
კედელზე,როგორც გადიდებული სურათი,განისვენებდა ყანწი-ბევრკისერთმომგრეხი -და ვერ ისვენებდა.
ახსოვდა-დოქი ბოლოს როდის დაცალა,მერე პატრონმა რომ არ დააცალადა იმ უცხოელის გულის მოგებაზეროგორ გაცვალა.
მერე, შუა ევროპაში,გააკრეს ყაჯარული ხალიჩის გვერდით,კორსიკული სტილეტის თავზედა თავმოყვარეობის ქვემოთდაიწყო ვეებერთელა ანტიფიესტა ყანწის.
ახალი ცხოვრება, ახალი პატრონი,სამისდღემჩიო მშრალი კანონი.სიზმარი - ციცქა, იმედი - აღარც ციცქნა,იყო და რა იქნაყანწი?!
წინასაშობაოდის ბაჩუჩიანი ბევრსაჩუქრიანიცოფე-ს სათითურში წვეთს ჩააწყალებსდა ბევრკისერთმომგრეხს ამას-ღა ასმევს,უფრო სწორად - ასე-ღა რეცხავს.
"კანაში, სიმონ კანანელის ქორწილის სუფრაზე,იესო ქრისტემ წყალი ღვინოდ გადააქცია" -ყანწის ამაყმა ცრემლმა ეს სადღეგრძელო დაიფიცა,ბოლო გმირივით მტვერს შეუვარდადა მეორე წამს სიკვდილი შეუყვარდა.