პოეზია · ლირიკა
ნადირობა
უქმად გატარებული დღეარიელ: ჩუ, ისინი ღმუიან.პროსპერო: მაშ, დაე ნადირობა იყოს ნამდვილი.(შექსპირი "მეთორმეტე ღამე")
ვაჟა ჯანდიერი გრძელი, იტალიურ კინოებში ნახული ნაბიჯებით ჩაუყვა თავის დაღმართს. თხელი თოვლი ფეხქვეშ უდნებოდა. გადნობილზე ახალი ფიფქები თავს ვეღარ იკავებდნენ. უცებ ქრებოდ¬ნენ ისინი.თოვდა.მერე ის სწორ გზაზე გავიდა: აქ თოვლი სულ ტალახად იყო ქცეული: ქუჩის თავში აფთიაქი იყო, მერე ინსტიტუტი, მერე რესტორანი, მერე საშაქარლამო, მერე ისევ რესტორანი, მერე რუსთაველის გამზირი: ფოთლებგაცვენილი ხეივანი. მარადმწვანე გრძელი ბაღჩები წარწერებით: გაზონებზე არ იაროთ. გამზირის შუაში ლაღიძის წყლების წარწერა ეკიდა; ვაჟა ქვედა სართულში ჩავიდა. კედლის საათი უკვე თორმეტს უჩვენებდა._ ბოდიში, _ თქვა მან. _ რომელი საათია?გრძელწამწამებიანმა და მოხატულწარბებიანმა მომტანმა ქალმა თეთრი ქუდი შეისწორა, მერე კბილები გამოაჩინა._ აგერ საათი, _ ხელი გაიშვირა კედლისკენ.ჯანდიერს ჩაეღიმა._ ერთი ````თბილისი``, ერთი ხაჭაპური._ როგორი, ``სლაიონი`` თუ ``აჭარსკი``._ ``სლა-ი-ო-ნი``.ორგრადუსიანმა წყალმა მადა გაუღვიძა. კიდევ მოითხოვა ერთი._ ჩემზე რამდენია, _ თქვა მან._ ათი და რაღაც კაპიკები.ვაჟამ თხუთმეტი მანეთი დადო._ ბოდიში, რომელზე ხურავთ? _ ისევ თქვა მან._ თორმეტზე, _ მომტანმა ისევ შეისწორა ქუდი._ თქვენი სახელი? _ უცებ მოჭრა ვაჟამ._ რაში გჭირდებათ? _ კიდევ გამოაჩინა კბილები მომტანმა._ როგორ? _ ვაჟამაც გამოაჩინა კბილები.ვიღაცა გვერდით მაგიდიდან აწკარუნებდა ჭიქაზე: მომტანი თეძოების რხევით წავიდა შეკვეთის მისაღებად.ვაჟა კიდევ იჯდა.მომტანმა ყველაფერი მიიტანა, მერე ჩასუქებული, ლოყებღაჟ¬ღა¬ჟა კაცის თხოვნით მიტანილი შამპანურიდან ერთი ჭიქა შესვა. კაცმა ახლა კიდევ რაღაცა სთხოვა.ვაჟა იჯდა.მომტანმა ორი შოკოლადი მიუტანა იმას: მან ერთი თვითონ აიღო, მეორე ქალს მისცა. ფეხზე მდგარი მომტანი დიდხანს ელაპარაკებოდა ლოყებღაჟღაჟას.ვაჟა წამოდგა.მიიხედა.ისინი ისევ საუბრობდნენ.გრძელი ნაბიჯებით მივიდა კიბემდე.მიიხედა და თითო საფეხურის გამოტოვებით აუყვა: გარეთ ისევ თოვდა. ქვაფენილის ნაპირებში თეთრად ჩაწყობილიყო ფიფქი. ქუჩა ტალახიანი იყო: მოწყენილი ტროლეიბუსები წითლად ანთებულ შუქნიშანთან იდგნენ: ვაჟამ მძღოლს გაუღიმა: წინა კარი გაიღო: ის სწრაფად ახტა შიგ. ისევ დაიხურა. ტროლეიბუსთან ვიღაც ხანშიშესული კაცი მოვარდა კოჭლობით: მძღოლმა კარი არ გაუღო.ახლა ტროლეიბუსი რუსთაველის ძეგლთან გავიდა. მსუბუქი მანქანები ქვევით უხვევდნენ. ტროლეიბუსმა კი რაიკომს ჩაუარა, მერე ბაზარს, მერე კიროვის ბაღს, მერე აბრეშუმსაქსოვ ქარხა¬ნას, რომლის კარზე მემორიალური დაფა იყო გაკრული; ``სტალინუ¬რი მარშრუტი`` მოაგონდა ვაჟას და გაეღიმა: რატომღაც სკოლა და ბუზღუნა ავტობუსის შოფერი გაახსენდა.თერთმეტსართულიანთან ისევა თოვდა.მენავთეთა სახლში ლიფტი თორმეტი საათიდან მუშაობდა. ვაჟამ ვიღაცა გამვლელს საათი ჰკითხა: მესამე დაწყებულიყო.მელიფტე ქალმა ალმაცერად შეხედა მყუდროების დამრღვევს: საქსოვ ჩხირებზე ნახევრად ამოყვანილი წინდის ყელი მაგიდაზე დადო და კარი მოაჯახუნა._ მეხუთე, _ თქვა ვაჟამ.მელიფტემ ხელი დააჭირა ღილაკს._ გმადლობთ, _ თქვა ვაჟამ.მელიფტემ კარი მიიხურა.ვაჟამ დარეკა.კარი ნოდარმა გაუღო.ჯანდიერმა აიყვანა და აკოცა; მერე ბაბუასთან შევიდა ოთახში: გადაკოცნა: მოხუცს თვალებზე ცრემლი მოადგა: კიდევ გადაკოცნა._ როგორ ხარ, ბაბუა? _ დაიწყო ბაბუა სიმონმა._ თქვენ როგორ, ბაბუა? _ თქვა ვაჟამ._ რას იზამ, ვზივარ._ მოკეთებულხართ._ კაი ერთი, _ მოხუცს თვალები გაუბრწყინდა._ უსინდისო ვიყო, _ თქვა ვაჟამ._ კაი, კაი, _ აუჟღერდა ხმა ბაბუას და ულვაშებზე ხელი გადაისვა;ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა:კედლის საათი არ ტიკტიკებდა:_ საათი სად არის, ბაბუ?_ გაფუჭდა.ისევ სიჩუმე:ბაბუამ და შვილიშვილმა პაპიროსი გააბოლეს._ საწამლავია._ აბა!_ კიდევ კარგად ვუძლებ, _ თქვა ბაბუამ._ მშვენივრადა ხართ, _ თქვა ვაჟამ._ რას ვიზამ.ისევ სიჩუმე.ბაბუამ ახლა მეორე გააბოლა. ``დღესაც ვერაფერი გავაკეთე``, გაიფიქრა ვაჟამ: უკვე მეათე დღე წაუვიდა უქმად: არც უნდოდა წერა _ დღეს კი რატომღაც მოუნდა, მერე უფრო მოუნდა; მანაც გააბოლა: კიდევ მოუნდა: ``აქ რას დაწერ``, _ გაიფიქრა, ``ან რა მოგივა თავში, ეს დღეც დაკარგულია, ერთი მაგისი``, უფრო მოუნდა წერა. ვაჟა ფიქრებში წავიდა: არც ერთი ძველი ჩანაფიქრი, რომელიც გაცივდა, აღარ მოეწონა. საფეთქლები გაუხურდა. ხელები აექავა.ბაბუა თვლემდა.დარეკეს.ნოდარი ვიღაცას შემოუძღვა._ ვინ არის? _ გასძახა სიმონმა._ არავინ: მოსამსახურეა, _ თქვა ვაჟამ._ ძაან გოგოა, _ თქვა მოხუცმა._ ეტყობა._ ნამეტანი გვასიამოვნა._ ეტყობა, მარჯვეა._ რას ვიზამთ, _ თქვა ბაბუამ.ისევ სიჩუმე: სამზარეულოდან თეფშების ჩხარუნი ისმოდა._ ერთ წამს არ გააჩერებს ხელს, _ თქვა ბაბუამ._ ეტყობა: ყოჩაღი ჩანს, _ თქვა ვაჟამ.ისევ სიჩუმე. მოხუცს პაპიროსი ჩაუქრა. ვაჟამ ახალს მოუკიდა._ გაწყენს, ბიჭო, _ თქვა სიმონმა._ ჰო:, საშინელია, _ თქვა ვაჟამ._ გადაეჩვიე._ ძნელია._ კოტე გადაჩვეულა, _ თქვა სიმონმა._ ვიცი._ საიდან?_ მოყვა თვითონ, გუშინ იყო ჩვენსა._ აქაც იყო, ნამეტანი მოსუქებულა._ ჰო, ძალიან უშველა._ მეც უნდა დავანებო, _ თქვა ბაბუამ._ კოტეს მოხდომია, _ თქვა ვაჟამ.სამზარეულოში მოსამსახურე ქვაბსა ხეხავდა. ``რა გახდა კოტე``, გაიფიქრა ვაჟამ, ``ყველას უყვება, რო პაპიროსს თავი დაანება``. მისი ამბავი მთელმა ნათესაობამ იცოდა. ``რა გახდა კოტე``, ისევ გაიფიქრა მან, ``დიდი ამბავი, თუ პაპიროსს თავი გაანება``._ ნამეტანი მოსუქებულა, _ თქვა ბაბუამ._ კარგი კაცია, _ თქვა ვაჟამ.ახლა სამზარეულოშიც სიჩუმე იყო.``კოტე, კოტე, კოტემ პაპიროსს თავი დაანება, ყველას უყვება, დიდი ამბავი, თუ კოტემ თავი დაანება, ან თუ მოსუქდა, როგორ თუ: ``რატო არ უნდა მოუყვეს``, მოუვიდა თავზე ბრაზი, ``მაგისთ¬ვის ყველაფერია, ამბავია, აბა სცადე, დაანებე შენ, მაგისთვის ამბავია. შენთვის, იმან რო დაანება, არაფერი, სხვისთვისაც არაფერი: კოტე, კოტემ რომ პაპიროსს თავი დაანება, ჰო, ჰო, აი, ჰო, იქ, ჰო ... ჰოპ, ჰოპ``_ ვაჟას საფეთქლები ისევ აექავა, მერე უფრო მოექავა, მერე უფრო, ისევ მოუნდა წერა, წერა: იდეა იყო, მშვენიერი იდეა _ კოტემ პაპიროსს თავი დაანება, უხარია: ყველას უყვება: ყველას უხარია, რო კოტე გასუქდა: მაშინვე ივიწყებენ _ ჯამი: დიდი რამე თუ კოტემ პაპიროსს თავი დაანება, დიდი რამე. სიმონს გაუხარდა: მაშინვე დაავიწყდა: თუ ძალიან გაუხარდა, ან არ დაავიწყდა, იმიტომ, რო შეიძლება თვითონაც მოიკეთოს, თუ შეეშვება წევას. ისე მოხუცმა ახლა მოიგონა მხოლოდ; ალბათ, აღარც ახსოვს. ახლა დასაწერმა დიალოგებმა გაურბინეს თავში: ``დავიწყებ ჩვეულებრივ``, ფიქრობდა ვაჟა. ``მერე ამოვალ აქ: აქ ზის კოტე, იქ ვასო, იქ ბაბუა: იგონებენ ბებიაჩემს: ისმება მისი ხსოვნის სადღეგრძელო თუ შესანდობარი._ კარგი ქალი იყო ძალოა ჩემი, _ თქვა ვასომ._ეჰ, ღმერთმა შეიწყალოს, _ თქვა კოტემ._ ცოდვა ვარ, ცოდვა, უმისოდ, _ თქვა ბაბუამ და ცრემლები წამოუვიდა.თითო ღვინო დალიეს._ სიმონ, ნუღა დალევ, გაწყენს, _ თქვა ვასომ._ აღარ გინდა, ძია, შარდი, შეგეხუთება, _ მიუბრუნდა კოტე._ სწორი ხართ, სწორი. ცხონებული ანეტაც მაგას მეხვეწებოდა, _ ბაბუას თვალებზე ცრემლი მოადგა._ ჰოდა, მისი ხათრით, _ დაიწყო კოტემ._ აპა, აპა, _ ცრემლი მოიწმინდა ბაბუამ._ სიმონ ირაკლიჩ, პაპიროსსაც რო თავი დაანებოთ, ჰა?_ აჰ, არ შემიძლია._ მე ხო დავანებე, _ თქვა კოტემ._ დაანებე? _ გაიკვირვა ბაბუამ._ აბა, უკვე ორი კვირაა._ მიტო მოსუქებულხარ მასე._ მისწრებაა, მეც უნდა დავანებო, _ თქვა ვასომ._ ნებისყოფა უნდა, _ თქვა კოტემ.ოთახში რძალი შემოვიდა._ პაპიროსს თავი დავანებე, ქეთო._ ჰო, თავიდანვე მოკეთებული მეჩვენე._ ძაან მომიხდა._ ნეტა ჩემი ქმარიც დაანებებდეს._ კარგს იზამდა._ მამა, შენც რო შეეშვებოდე, არ იქნებოდა ურიგო.ისევ დაასხეს ღვინო._ კარგი ცოლქმრობა გქონდათ, _ უთხრა ვანიამ სიმონს._ ნამეტანი, ნამეტანი, ერთმანეთის წყენა არ გვახსოვს._ ჰოდა, მისი ხათრით დაანებე პაპიროსს თავი, _ თქვა რძალმა._ კაი, აბა ვცდი._ ხო ხედავ, მე როგორ ვარ, _ თქვა კოტემ._ ნამეტანი მოსუქდი._ გაგიმარჯოს, სიმონ ირაკლიჩ, _ დალია ვასომ, დალია კოტემ, მოსვა ბაბუამ.დარეკეს: ოთახში სიმონის ვაჟი ოთარი შემოვიდა, ხელში ნოდარი ჰყავდა აყვანილი._ მამა, მამა, _ იძახდა ნოდარი, _ კოტე ძიამ პაპიროსს თავი დაანება._ მართლა, კოტე? _ ჩამოსვა ოთარმა ნოდარი ძირს._ აბა, კაცო, ორი კვირაა._ მაშ, მაღარიჩი შენზეა, მოსუქებულხარ._ ნამეტანი გასუქდა, _ თქვა ბაბუამ._ თავს ვიწამლავთ, _ თქვა ვასომ.რძალმა ცარიელი ჭიქა მოიტანა: ოთარს პალტო გახადა._ დალიე დედაშენის შესანდობარი, _ თქვა კოტემ.ოთარმა მოსვა.ბაბუას თვალებზე ცრემლი მოადგა._ ძალიან კარგად კი ხარ, _ თქვა ოთარმა.კოტემ ლოყაზე მოიკიდა ხელი._ ნამეტანი მოსუქდა, _ თქვა სიმონმა.
ოთახში ნოდარი შემოვარდა, უკან პატარა ძმა მოსდევდა.ვაჟამ ფიქრი შეწყვიტა._ როგორა ხართ, ბაბუ, _ თქვა ვაჟამ._ რაფერ ვიქნები, შვილო, _ აუჟღერდა ხმა ბაბუას._ რომელი საათია ნეტავი?მოხუცმა ჯიბიდან ძველებური საათი ამოიღო, თვალებთან მიიტანა._ მეექვსე დაიწყო.ვაჟა წამოდგა._ წავალ, ბაბუა._ წადი, ბაბუ, წადი.შვილიშვილმა გადაკოცნა და კიბეზე დაეშვა: გარეთ თოვლი აღარ მოდიოდა. ციოდა. მსუბუქი ნაბიჯებით აუყვა აღმართს.ეღიმებოდა:ფიქრობდა კოტეზე, ახალ იდეაზე.ეღიმებოდა:უნდოდა წერა, მაგრამ შინ არ წავიდა. ``როცა უფრო მომინდება, მაშინ წავალ, ჯერ ჩაჯდეს თავში კარგად, დიალოგებიც დაიხვეწება``, გაიფიქრა და ამხანაგს შესძახა._ ბიჭო, წამო კინოში, _ თქვა ვაჟამ._ რა გინდა._ ცივა._ წავიდეთ.ბილეთები თავისუფლად იყიდეს: კინოში ცოტა ხალხი იყო:აქაც ციოდა.ვაჟამ პალტო გაიხადა, მერე მოისხა, უფრო თბილად გაეხვია შიგ._ ცივა, _ თქვა გურამმა._ ცივა, ჰო, _ უფრო გაეხვია პალტოში ვაჟა.გაისმა მუსიკა._ ჩინეთია, _ თქვა გურამმა.ეკრანზე ჩინელებს რკინიგზა გაჰყავდათ. მერე უნგრეთის საზღვარი გამოჩნდა: საკვანძო გზაზე სატვირთო შემადგენლობები იდგა: ფაშისტური ტერორისაგან განადგურებულ უნგრეთს საბჭოთა კავშირი საქონელს აწვდიდა: ``ორმოცდაათი ათასი ტონა შაქარი უფასოდ``, ამბობდა დიქტორი. მატარებელი დაიძრა ბუდაპეშტისკენ. მემანქანემ ვალდებულება აიღო, დროზე ადრე ჩაეტანა ტვირთი დედაქალაქში.ვაჟა კიდევ უფრო გაეხვია პალტოში.მერე საფეთქლები აექავა.ვ ე ნ ა ც ე კ ვ ა ვ ს. _ეწერა ეკრანზე.ახლა ამერიკული მარკის ავტომანქანა მიჰქროდა ეკრანზე: ისმოდა ჯაზის ხმები: კიდევ ჯაზი: მერე კიდევ. ქუჩის ბოლოში ვი¬ღაცა ვიოლინოზე უკრავდა, ისმოდა მელოდია შტრაუსის ვალსი¬დან: მელოდიას ჯაზი ახშობდა.ვიღაცამ მუსიკოსს ფული ჩაუდო, მერე თავის მაღაზიაში შევიდა.მუსიკის ხმები მიწყდა:საკომისიოში ამერიკელი ქალი მაგიდის თაობაზე ევაჭრებოდა ახლად შესულ მეპატრონეს. ქალმა პატარა საწერი მაგიდა იყიდა, მაგრამ ფული თან არა ჰქონდა. მეპატრონეს ერთი გაფუჭებული ადგილის შეკეთება სთხოვა და ფულზე წავიდა.კარი გაიღო._ ჯაზი შემოვარდება, _ თქვა გურამმა._ ალბათ, _ თქვა ვაჟამ.გაისმა ჯაზის ხმა.მერე ვიოლინოს.ქალი ფულზე წავიდა.მეპატრონემ კარი მოიხურა.მუსიკა შეწყდა:მან იარაღები აიღო და მაგიდის პატარა უჯრა გახსნა, რაღაც რვეული და უზალთუნი აღმოჩნდა:დაიწყო კითხვა:დღიური შტრაუსის მამის შეყვარებულისა იყო.დაიწყო ფურცვლა: წამოვიდნენ მოგონებები:ახლა ეკრანზე ძველი ვენა გამოჩნდა.ისევ მოგონებები._ დაიწყო ძველი სიმღერა, _ იხუმრა გურამმა._ ჰო, _ თქვა ვაჟამ._ უკვე ვეღარ ვიტან მოგონებებს._ აბა, წავა ახლა ეტლები._ და ვიწრო, შავი ქუჩები._ ერთი მაგათი._ გაუშვი, ერთი.ეკრანმა რაც შეიძლება მოიწყინა: კარეტაში შტრაუსი მამა თავის შეყვარებულთან ერთად იჯდა._ წავიდეთ, _ თქვა ვიღაცამ უკანა რიგიდან._ გინდა დავიძინოთ, _ თქვა გურამმა._ მეტი რა დაგვრჩენია, _ თქვა ვაჟამ.``სისულელე ჩემი, რო წამოვედი, წავსულიყავი სახლში, რამეს დავწერდი``, ფიქრობდა ვაჟა. ეკრანზე კადრები ჭიანურდებოდა.ჯანდიერმა წინა სკამის ზურგზე დადო თავი, ახლა ცალი თვალით უყურებდა სურათს. სულ მოიწყინა. ახლა შტრაუსი თავის ოთახში იჯდა: წერილი დაწერა ცოლთან ოჯახის სამუდამოდ მიტოვების შესახებ: რატომღაც არ მოეწონა: დახია. მერე როიალს მიუჯდა: გაისმა ვალსის ხმები: ახალი მელოდია იბადებო¬და. გარეთ ეტლმა გაიარა. შტრაუსი წამოდგა: ფანჯარა გააღო: ოთახში სიცივე შემოვარდა, თან მუსიკის ხმები შემოიტანა: ხმები ძლიერდებოდნენ: კომპოზიტორმა თვალები დახუჭა და საფეთქლებზე ხელი მოიჭირა:ახალი მელოდია იბადებოდა._ ეგ ძველია, _ თქვა გურამმა: ჩუმად მოუკიდა პაპიროსს._ ჰო, ყველგან ერთი და იგივე._ გახსოვს ``მუსორგსკი``?_ რაღა ის, ``ჯუზეპე ვერდი`` აიღე._ საერთოდ ყველგან.გურამმა ბოლი გაუშვა: ვიღაცა წინა სკამზე შეიშმუშნა. ``მართ¬ლაც ყველგან ერთი და იგივეა: როგორ მოსდით აზრები მუსიკოსებს``, ფიქრობდა ვაჟა, მერე მოაგონდა, რომ კლუზომ პიკასოს შემოქმედების პროცესიც გადაიღო; ისევ აექავა საფეთქლები: ``რა შუაშია პიკასო, მითუმეტეს კლუზო, კლუზო რეჟისორია, მაინც რა ხოშიანად გადაიღეს, ვინ იფიქრებდა, ნეტა მაჩვენა ის კინო``, ფიქრობდა ჯანდიერი, მერე კოტე მოაგონდა რატომღაც, დღევანდელი იდეა, რომელიც ბაბუამისთან დაებადა, როგორ დაებადა; ისევ წამოახურა. საფეთქლები ოდნავ აექავა: ძალიან მოუნდა წერა: _ ``ე.ი. კოტე პაპიროსს გადაეჩვია, უხარია, უხარია, ჰო, ა!``_ ა! _ თქვა ხმამაღლა._ რა ა? _ იკითხა გურამმა._ არაფერი.ფიქრები გაიფანტა, ახლა მხოლოდ ბუნდოვნადა გრძნობდა: შეეძლო დაეწერა იდეის მოსვლაზე, მუსიკოსის მუზის მოსვლის მსგავსი ან უფრო კარგი ან უფრო ცუდი; უფრო მოუნდა წერა, მერე უფრო: ერთი დიდი აზრი იყო.ახლა უყურებდა კინოს და არაფერზე არა ფიქრობდა. კინოში კარეტა მოძრაობდა, მერე ხალხი ცეკვავდა, უკრავდა ვალსი, ბოლოს შტრაუსი მამა მოკვდა: მგონი ცხედართან მისი უფროსი შვილი მივიდა: მიდიოდა კინო, მერე დამთავრდა: ეკრანზე დიდი ასოებით ეწერა:КОНЕЦაინთო სინათლე:_ აღარ გათავდა დალოცვილი, _ თქვა გურამმა!_ რა?_ რა და კინო._ ჰო, _ თქვა ვაჟამ.გარეთ ისევ ციოდა.ბნელოდა.სახლის კარები დედამ გაუღო.ოთახში თბილოდა და შემწვარი ხორცის სუნი იდგა._ რა ტყუილა ყიალობ, ბიჭო, მთელი დღე, _ თქვა დედამ._ ო, ეგ დატვირთულია, _ ირონიულად გაიღიმა მამამ._ რა ვქნა აბა? _ თქვა ვაჟამ._ რამე გააკეთე, წელს ამთავრებ, _ თქვა მამამ._ არ მინდა ინჟინრობა._ როგორ არ გინდა?_ ისე.ოთახში თბილოდა.ვაჟამ რაღაცის კითხვა დაიწყო._ მოდი, ვისადილოთ, _ თქვა დედამ._ სულ მშიერი დაყიალობ, _ თქვა მამამ.სუფრას შემოუსხდნენ:სადილი გემრიელი იყო.