↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

გვრიტი

ჩიღვინაძე გივი

2026-07-181 წთ საკითხავი842 ნახვა

—
- რას ამბობს გვრიტი ფრთამალი,რა ამბავს მოგვახარებსა?
- გადმოვიქროლე ტრამალი,
დავბრუნდი მშობელ მხარესა.
აყვავებულა ბუნება,
მწვანე Mჩაუცვამს მთა-ველსა,
ნიავი მეჩურჩულება,
სხივი მიკოცნის თვალებსა.
მაღალი ღმერთის წყალობით
დავივლი ტყეს და ჭალებსა,
ლაღი ფრენით და გალობით
შევამკობ არემარესა.
მშვიდ ხეზე ბუდეს ავაგებ,
ბარტყებს დავჩეკავ ლაღებსა,
დავაფრენ, შემოვატარებმაღლა მთებს, დაბლა - ბაღებსა.

ჩიღვინაძე გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი