↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბელები და თაფლი

ჩიღვინაძე გივი

2026-07-181 წთ საკითხავი847 ნახვა

—
წყაროს პირას მზიან ტყეში,ვნახე უცხო სახილველი:
ხელადები ეპყრათ ხელში _
თაფლს იყოფდა სამი ბელი.
დიდი კასრი მოაგორეს,
ქარვისფერი თაფლით სავსე,
ხან ქოთნებში გადაწონეს,
ხან ქილებში გადაასხეს.
მაგრამ ბოლოს ყოველ მათგანს
ეცოტავა თავის წილი,
არ უსმინეს დედის ნათქვამს
და დასწამეს ერთურთს ცილი.
ამან იმას წაჰკრა ხელი,
იმან კიდევ ამის ქოთანს,
აურიეს ყველაფერი,
ყველა ჩხუბობს, ყველა შფოთავს.
დაუგორდათ კასრი ხევში,
ძლივს ახელდნენ მტვერში თვალებს,
ქოთნებსა და ხელადებში
საღამომდე იგორავეს.
დაეღვარათ თაფლი სულ მთლად,
მოიწმინდეს მერე ოფლი,
არც ქურქები შერჩათ სუფთა,აღარც _ თაფლი გასაყოფი.

ჩიღვინაძე გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი