პოეზია · ლირიკა
იანვარი
თუმც ჯერაც ადრეა, უკვე გვიან არის,როდის ჩათავდება ცივი იანვარი.როდის დადგებიან დარები უქარო,აღარ გაისმოდეს ავქარი-მუქარა.დიუნის მიჯნებთან, ოჩო ხიმინჯებთან,დასაბამს ბარდება დრო ამჟამინდელი.სად მკვდარ ია-ვარდში, მრუმე იანვარშიბუნება ისჯება მკაცრი ამინდებით.მთაგრეხილს მიჰყვება ქშენით ელმავალი,რის ვაი-ვაგლახით თოვლში მიმავალიდა სველ მინანქარზე ჩუმი იავნანითმოთქვამს ნიავქარი და თვლემს იანვარი.