პოეზია · ლირიკა
ლაბორატორიაში დაკლულ ბაყაყს
(ლექსი დაწერილია საყოველთაო უძრაობის პერიოდში;ბერნსის ლექსების გავლენით)ბედის სამსალავ, მწარე ნუგბარო,სად ჩაგივლია ოდეს უკვალოდ.ვართმევთ სიცოცხლეს, მჭლეს და უგვანოს,საბრალო ბაყაყს...და თუ ვერ ვიგებთ ომებს უგვამოდ,ვცოდვილობთ რაღას?!ჰა, მიგალურსმეთ სასომიხდილი,შენ ახლა, ალბათ, იმ დროს მისტირი,როცა გაგქონდა ტბაში ყიყინიჭაობის მკვიდრო,მომქანცველია ნელი სიკვდილი,წაიღებს დიდ დროს.მაგრამ არ ძალგვიძს გამოსარჩლება,ბასრი ლანცეტით გაქცევთ ნაჭრებად,იარაღი ხომ შექმნეს ლაჩრებმა,(ფიქრმა წამიღო)შენს სიკვდილამდე მალე დარჩებაერთი წამიღა.ვაგლახ, გამტანჯა მწველმა ფიქრებმა,გარეთ ცოლ-შვილი გრჩება იქნება...ვცოდავთ, გისერავთ გულს და შიგნეულს,ვინ იტყვის მიზეზს,ვიკვლევთ აქამდე ასჯერ მიგნებულსისევ და ისევ.შენმა ვარამმა შხამით დამათრო,დაძენძილ ჩვრებში გახვევთ სამადლოდ,ნაღდ ტყავს კი გაძრობთ, (ფუი, სამართალს!)როგორც სამოსელს.უკვე ჩამოჰკრა მწუხრის საათმასასაფლაოზე.რისხვის და სისხლის იანიჩრები,ეგებ არც ისე ფუჭად ვირჯებით,ჩათავდებიან სუფრის მიჯნები,კვლავ უსასმისოდ;ჩვენ ვტოვებთ ოთახს, შენ კი იქ რჩებისამარადისოდ.აღარ გაბრუებს დაცლილი ვნება,უკან დატოვე სავალი გზები,ბედნიერი ხარ, მაგრამ ვერ ხვდები,ბედი ვის ინდობს?!მეცნიერების სახელით კვდებიჭაობის მკვიდრო.ჩვენ კი, გახრწნილი ყოფის შვილები,დაბადებამდე გარდაცვლილები,სულეთისაკენ სწრაფვა-ძიებითვგეშავთ ქარავანს,თუმც სიცოცხლეში რას ვეწირებითაზრზე არა ვართ...გასრულდა ლექსი ხოტბა-ქებათა,თოვლს და ქარს რჩება, თუ რამ გებადა.შფოთს მიაქვს ზაფრა. წყეულ სვე-ბედთანრაღა ვიდავო?!შენთვის ჭაობი იყო მეფეთასაკარმიდამო.ვინც სასიკვდილო შარში გაგხვია,თავიანთ დროშებს დაბლა დახრიან.ყოფა ყველა ბეცს და თვითმარქვიასსურს დაამყაყოს;მათი მსაჯული თავად ხალხიაჩემო ბაყაყო.