პოეზია · ლირიკა
სიმღერა გვიმრაზე
ამოიზარდა ეზოში გვიმრა, ის უსაშველოდ იყო მაღალი,ტოტები ისეQჰქონდა გაშლილი, რომ იმ უხსოვარ დროს მაგონებდა,როს ბუმბერაზი, ტანაშოლტილი ცასა წვდებოდა...წუთები წუთებს ენაცვლებოდადა დრო თავისას ამბობდა სათქმელს _ახალა ერა იბადებოდა...მე მომაგონდა შუაღამე ბნელი:მიწა იძვროდა და ცახცახებდა,ცადარტყორცნილი ხეები უცებისე ჩაყლაპა უფსკრულის ხახამ, რომ დაყვირებაც ვერ მოვასწარი...ბევრის მნახველს და ბევრის გამგონეს სამყაროს ხელა მგონია თავი,ამქვყნიური განსაცდელები არ დამკლებია ჟამიდან ჟამდე,ნეოლითიდან გამოვაღწიე და ჩემს სიმღერას სიყვარულს ვარქმევ....როს იმედები მიცრუვდებოდა,მაშინ ოცნებებს ვუხმობდი გზნებით,მაგონდებოდი ტანაშოლტილი,ფესვებმაგარი, ტოტებძლიერი,სულ სხვა იყავი,უცხო ნათელი ისე გშვენოდა მწვანეკაბიანს,რომ მე ცოცხალი მეგონე კაცი,უბოროტო და კეთილაღნაგი.და სიყვარული უკიდეგანო (მთელი შესაქმის თავი და ბოლო),მე მავიწყებდა დღეებს სევდიანს,უბედურებით ყელამდე სავსეს,ვნატრობდი მნათობს, სხივებკაშკაშასდა ამოვსებას სამყაროს შენით...გავშალე ფრთები ვითარც ფრინველმადა შენს ტოტებზე ჩამოვისვენე...დრო, დრო გაჩერდა, წამი იყო უზეშთაესი.