პოეზია · ლირიკა
მიხმობს სამყარო
მიხმობს სამყარო და მირიადი გალაქტიკები,გარიჟრაჟზე მოციაგე სხივებს მიგზავნისშეკითხვების ვრცელი უსტარით;რას ვუპასუხებ მე ამ შეკითხვებს,ნათელღებული და განდობილი ჯერ კიდევ არ ვარ;დედამიწაზე კი ფსიქოლოგიური ტესტებითაპირებენ გამოიცნონ კაცთა ბუნება;ვინა ვართ, რა ვართ, საით მივდივართ,რა ხასიათი გვიბოძა ღმერთმა _მხიარული თუ ნაღვლიანი,ან იქნებ სულაც გულცივი, როგორც მრავალი?ჰო, ალბათობა აინტერესებთ.....ჰორმონალური სიმფონია თითქოს ყალბად ჟღერს,ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი აჩქარებს რეაქციასდა ემოციური პალიტრაც მდიდრდება:ამბივალენტური განცდები მიპყრობს _სიცოცხლე მშვენიერია, არა, სიცოცხლე სასტიკია,სიცოცხლე ბედნიერებაა, არა, სიცოცხლე სასჯელია....და ჩემი სულის უკაცრიელ და უსიერ ტყეშივით გადაბურდულ ხეთა ჩრდილებშიფესვებს ჩავცქერი, ფესვს ვაკვირდები არსებობისა,საცნაურდება გენში ჩაქსოვილი ადამიანის მოდელი _ძლიერს მომავლის დიდი რწმენა აქვს,სუსტი კი ცხოვრობს მხოლოდ დროებით....კიაფობს ჩემში იდუმალი სამყაროს სხივი....