↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

აქსიომაა

ქუთათელაძე გენრიეტა

2026-07-181 წთ საკითხავი1009 ნახვა

—
წუხელი მთვარე არ ამოვიდა, წუხელი ზეცა ვერ დავინახე:გადმომხობოდა კუპრივით ღამე....გახელებული ქარი მწივანა დაგმანულ სარკმელს თავ_პირსახლიდა,დარდებს დაფარულს, ვით შემოდგომის გადამხმარ ფოთლებს,თავზე მაყრიდა.....წუხელი ვერა, ვერ დავიძინე!ვიცი ატყდება დღეს ქარიშხალი, მერე იწვიმებს...ეს დილამც იგრძნო, როს ნაცრისფერი დღის პეიზაჟი გამოაჩინა.აი, სურათიც:ბეღურები წივ-წივ-წივწივებს, ნესტარს საკბენად ილესავენბუზანკალებიც,საბუდრებისკენ მიმორბიან წიწილ-ქათმები,შეშინებული კუდს იპრეხს კატა,ბაყაყის ყიყინს ვეღარ ფარავს ძაღლების ყეფა....ფუტკარი არ ჩანს,ფუტკარი არ ჩანს;როგორც სჩვევია, ასეთ ამინდში სკას არ დატოვებს!აქსიომაა _ ნამდვილ საქმეს აკეთებს ვინაც,ყუჩობს ყოველთვის, ყოველგან და ყოველ დროში!ესეც წესია _ დარს ავდარი ცვლის, ავდარს კი _ დარიდა გადაივლის ეს ქარიშხალიც!

ქუთათელაძე გენრიეტა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი