პოეზია · ლირიკა
წვიმამ მოიკლა ჟინი
წვიმამ მოიკლა ჟინი ღამითდა ახლა გრილადა სველ სილაზემკვდარ თევზივით აგდია დილა.ნისლია მთებზედა ბურუსში სახლებიც გაქრადა ზღვაშითეთრი ხომალდივითშეცურდა გაგრა...უცებ შორიდან, — ვერ გაიგებ, საიდანისმის, —ქალის კივილმახანჯალივით გაკვეთა ნისლი,როგორც სიგნალი განსაცდელის, ეძახის ყველას:— სოს! სოს! სოს! ჩქარა, ვიღუპებით! —და ითხოვს შველას.