პოეზია · ლირიკა
ხეების სიმღერა
საღამოს, როცა ჩადგება სიცხედა მიწა მოღლილ წამწამებს ნაბავს,ყველა ხე თავის ენაზე იწყებსსიყვარულის და სიცოცხლის ამბავს.
მარად მშფოთვარე ვერხვები ბჭობენ,სადღაც მელექსე ჭადარი ღელავს,ნაძვი, ქალივით მომდგარი ღობეს,ჩემს ფანჯარაზე ანიშნებს თელას.
ტირის ტირიფი. ტოტების ქნევითმუხლმოდრეკილი ბუჩქები წუხან,გუგუნებს ბაღი და როგორც ქვევრიყველას ბანს აძლევს მოხუცი მუხა.
გზის პირას, მწკრივში, ალვები დგანანდა კენწეროებს არხევენ უხმოდ,თვალს ლულავს მიწა და როგორც ნანანიავი ყველას ძილისკენ უხმობს...
საღამოს, როცა ჩადგება სიცხედა როცა მთები იცვლიან კაბას,მეც ჭადარივით სიმღერას ვიწყებ -სიყვარულის და სიცოცხლის ამბავს.