პოეზია · ლირიკა
ჰამლეტი
როგორ მომრავლდა შენი მოდგმა, დანიის პრინცო,შენისთანებით გავსებულა მთელი ქალაქი,ზოგი მე თვითონ გამიზრდია,ზოგს არც კი ვიცნობ,ზოგიერთებს კი თვითონა აქვთ ჩემზე ამაგი!რაც მართალია _ მართალია, არც ჭკუით გგვანან,არც ვაჟკაცობით და გაგების გრძნეულ უნარით,მაგრამ ისინიც მერყეობენ, საწყლები, სანამ...სანამ დასტური წამოსცდებათ, ანდა უარი!`ყოფნა-არყოფნა” _ ეს საკითხი აწუხებს მათაც,ლუკმაპურისთვის არ იციან კაცის დანდობა,"ყოფნა" _ ფულია მათთვის, ფული და კარგი მადა,ხოლო "არყოფნა" _ უფულობა და უმადობა!..მეც მათთანა ვარ, მათ ამქარში ვცხოვრობ და მაინცარ ვაგდებ არად _ არც მათ ძმობას, არც მათ ელსინორს...მე შენ გეძახი, ჩემო ჰამლეტ, უშიშარ რაინდს,რომ ჩემი დაშნა შენს მახვილზე გამალესინო!