პოეზია · ლირიკა
რომელსაც ვესავ
სხეული ჩემი, გამოფიტული და მომჩვარულიჯერ კიდევ სუნთქავს,ჯერ კიდევ ებრძვის შემორჩენილ უცხო უჯრედებს,სამოც ტრილიონს აღმატებულმა უჯრედმა ერთმა,მან ერთადერთმა გამწირა როგორ....დისჰარმონიით დამასაჩუქრა და მომადუნა,ვინ იყო _ მეთქი, ვისი გენი გამომყვა მეტად,პაპის?დიდედის?დიდედის დედის?გამოიღვიძეს რეცესიულმა გენებმა ჩემში,აბობოქრდა ქრომოსომა და ბრძოლაში გამომიწვია...მემკვიდრეობას შეცვლის ვერავინ,დედამიწაზე სუყველანი ვულკანზე ვსხედვართდა ამოფრქვევის ყრუ მოლოდინშიდნმ-ს ვშიფრავთ:ცილები + ნუკლეინის მჟავები = ქრომოსომას,ანუ ესაა მემკვიდრეობის მთელი მექანიზმი,წამწამის ზომით,თვალებით, სახით,ტემპერამენტით და ხასიათით;ხედავთ, ბატონო, ყველაფერი გავიგე სწორადდა მართლა მჯერა მემკვიდრეობის,თუმც უფრო მჯერა ჩემი თავის,ჰო, ჩემი ტვინის _ღმერთის გონთან მომსგავსებულის,რომელსაც ახლა ბრძანებას ვაძლევ,არ შეეპუოს ქრომოსომების უწესო ქცევას,ჩემს ხვედრს განსაზღვრულსდა გაიმარჯვოს....მეკავშირეა განწყობა ჩემი და ნებისყოფა,რომელთაც ვესავ....და დღეებს ჩემსას უფერმკრთალდებაწყვდიადის ჩრდილი.