↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ჭეშმარიტება

ქუთათელაძე გენრიეტა

2026-07-181 წთ საკითხავი1008 ნახვა

—
დედამიწამ უნატიფესმადა მორიალემ მწვანე ფერებით,ვერ დაიტია ჩემი სული _ გიზგიზა ცეცხლი...ეს რა ხანია გავცდი ჰორიზონტს,ამ პლანეტარულ აზროვნებას, წესებს და ზღუდესდა ცაში ელვას დავემგზავრე ფრთებშეტრუსული;სანამ კოსმოსში ჩემს სახლს მივაგნებმე _ ციცქნა ხატი შემოქმედისა,ვარსკვლავებს შორის დავძრწი და დავქრი....და მსურს შევიცნო მთელი სამყარო,თავად გონებაც უდიადესი;მამაო ჩვენო,მამცნე სრული ჭეშმარიტება,ერთხელ მაინც მახილვინე სასუფეველი....აი, ღრუბელი, ისე ვით დაფა განათებული,წინ გამობრწყინდა ღვთიურ სიტყვებით:აქ რას დაეძებ, შვილო ჩემო, აქ რას დაეძებ,თავს ჩაუკვირდი, ჩაიხედე საკუთარ გულშიდა შენი სულის შეისწავლე ყველა ანბანი,ყველა ჯურღმულში ჩაიჭვრიტე,ლაბირინთს ჩაჰყევ....არ შეგეშინდეს,უფრო თამამად ჩააბიჯე, ე, მაგ კიბეზე,ხედავ საფეხურს, ბოლო საფეხურს,თვალისმომჭრელად ციალებს ალი,ჩაჰბერე სული, გააჩაღე კოცონი, ჩქარა!

ქუთათელაძე გენრიეტა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი