პოეზია · ლირიკა
პოეტის ბოლოსიტყვაობა
მოვა და თვალზე ხელს აგვაფარებს,ჩვენ კი არ ვიცით, ვინ არის იგი...ასე მთავრდება ყველა ზღაპარიდა იხურება ცისფერი წიგნი.
ნანობს ურჩხული: „სულ ვიცოხნები.დამწყდა მკლავები. მტკივა კუნთები.მე დავიღალე - მთელი ცხოვრებანაფეხურების წაშლას ვუნდები“...
ყველა ზღაპარი როოგორ გასრულდა,სად მომიყვანა ჩემმა ბილიკმა...მე ვნახე სულში ამოკაწრულისიკვდილ-სიცოცხლის რთული ბილინგვა.
ღიმილი მოაქვს გოგოს ფსატიდან,რომელსაცც წეღან ნიავი წეწდა,და თეა ჩემთვის ისე ატირდა,თითქოს სიცოცხლე საერთოდ შეწყდა.
დგას ობელისკი ცად აზიდული -სად შემიტყუა ვიწრო ბილიკმა...ვნახე სიცოცხლეც, ვნახე სიკვდილიც -მე ორივესი კმაყოფილი ვარ!..