↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ცოლის პასუხი

მეტრეველი ლელა

2026-07-181 წთ საკითხავი1323 ნახვა

—
შემოგვეყარა ყივჩაღი,ჩემზედ მოგიხდათ ცილობა...ეს მერამდენედ დაგღუპაქართულმა ზნეკეთილობამ.პური მოგთხოვა _ აჭმიე,ღვინო მოგთხოვა _ შეასვი,მანაც თავისად იგულაშენი ყანა და ვენახი.ხელ წამატანა ურცხვადა,მეც მიმიჩნია თავისად.ხმალი იშიშვლე _ დაგასწრო,იქვე შენი მზეც ჩავიდა.მაინც მოასწარ, უწვდინე,სისხლი ჩანჩქერად დიოდა,მიწა მოფხოჭნა ყივჩაღმა,ცხრაგან ჭრილობა სტკიოდა.ორივემ სული დალიეთ,ცრემლი მილტობდა წამწამებს...მე არავისთან წავსულვარ,ცილი ტყუილად დამწამე.სახე _ მზიანი, სამზეო _შავი მანდილით ვიფარე,ათასი წელი გიგლოვე,მაინც ვერ გადაგიყვარე.ათასი წელი გეძახდი,ცაში ლეგენდად წასულო,ახლა კი ეჭვი შემიჩნდა,რაღაც ცუდ სიზმრებს ვნახულობ:შემოგვეყარა ყივჩაღი,საცაა, გამინაპირებს...შენ კი სიკვდილის გეშინის,ხმლის მოქნევას არ აპირებ.

მეტრეველი ლელა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი