↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ეს გაზაფხული

ხარანაული ბესიკ

2026-07-181 წთ საკითხავი6027 ნახვა

—
ეს გაზაფხული მე მოვიყვანე,რაკი შენ გსურდა, რაკი შენ ბრძანედა, რაკი ზამთრით გადაიღალე,ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.სხვამ სხვა წაიღო, მე მერგო მწვანე,ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.ვიხმარე ხერხი და გადმოვხარე,ვიძალე ძალით და გადმოვძალე,ყოველი ფერით გადმოვითვალე,ყველა ყვავილი გადმოვიშალე,ყოველი წვეთით გადმოვიცალე,ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.ბევრი ვიბრძოლე, ბერვი ვიწვალე,მიშალეს, მაგრამ არ დავიშალე,ჩემი ცრემლებით გზები ვუმშრალე,ეს გაზაფხული მე მოვიყვანე.და ახლა ორნივ შენს წინა ვდგავართ,_ იმას ჩავიდენთ, რასაც გვიბრძანებ.
ხარანაული ბესიკ

ხარანაული ბესიკ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი