↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზამთარი

გაფრინდაშვილი ვალერიან

2001-09-121 წთ საკითხავი6421 ნახვა

—
ჩვენ რომ გვეძინა, იგი მოფრინდა,სასიხარულო იანვრის გედი,და ისევ ვნახე მე თოვლი წმინდა,- უცხო სიამის წინამორბედი.
როგორ ანელებს სითეთრე გრძნობას...ო, რა ნაზია ეს ნეტარება!და ამ სიჩუმეს, და ამ მშვიდობასთვითონ სიკვდილიც ვერ შეედრება.
ზამთრის შვენება მე შევითვისე,საყვარელია ბუნების ძილი!და ჩემი სული ფითრდება ისე,როგორც სუმბული - ბინდის ყვავილი.
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი