↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ბაზართან ება ბოჩოლა

ხალვაში ფრიდონ

2016-05-121 წთ საკითხავი52784 ნახვა

—
ბაზართან ება ბოჩოლა,წვიმდა, ბოჩოლას სციოდა,გეგონებოდა ტიროდა,წვეთები ისე დიოდა.
თვალებით დედას ეძებდა,მგონი, რაღაცა სტკიოდა,პატრონი ფოთოლს აწვდიდა,არ ჭამდა, თუმცა შიოდა.
_ ხორცი ჩვილი აქვს, ცვრიანი,ბაზართან კაცი ყვიროდა,ბაზართან ება ბოჩოლა,ბოჩოლა ჩუმად ჩიოდა.
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი