პოეზია · ლირიკა
დუელი ორეულთან
დუელს ერთმანეთს ვპირდებოდით ბოროტ მიწაში,როგორც ლურჯ გედის მოტრფიალე ფალავანდები.აი, ცბიერად აქანდაკდა ის ჩემს წინაშე,თითქოს მაშინებს საზიზღარი მისი ფანდები.ზრდილობიანი ვით მსახური მაწვდის იარაღს...როცა დამბაჩას დავუმიზნებ, მიეფარებასაშინელ სარკეს და სიჩუმეს სვამს როგორც არაყს,შემდეგ ფრთიანი ავაზაკობს და მეპარება.შემომთავაზა ორეულმა სამართებელი:ერთად ვიპარსავთ - ის ბროლში და მე სიცხადეშიდა თუ დაიჭრა სამუდამო ჩემი მხლებელი,სწრაფად ჩავყვინთავ სასიკვდილო სარკის ბადეში,ის დანით ყელთან მე მიცქერის, ვით თავის მკვლელი...ისევ ერთმანეთს ვუკვირდებით, როგორც ჯაშუშებს.ხელის გაქნეას უკანასკნელს იმისგან ველიდა ჩემს იარებს მოურჩენელს ვერ დააშუშებს.ვართ დანიშნული ერთმანეთთან მისტიურ დაღით.როგორ რაყიფნი ველოდებით წუთს შესახვედარსვხვდებით სიზმარში; ის გამიპობს სახეს მათრახითდა მათრახითვე ვუპასუხებ თანასწორ მხედარს.ვხვდებით ერთმანეთს განწირული სარკის მინაში,მესმის მუქარა გესმის მუქარა: „შებრალებას ჩემგან ნუ ელი".ის კიდევ ხშირად ამათრთოლებს თავის წინაშე -არ ვიცი როდის გათავდება ჩვენი დუელი.