პოეზია · ლირიკა
დელფინი და მედუზა
მზეს დაობლებულს, სხივდანაწურავსკვლავ ჩასვენების დაუდგა რიგი.მწვანე მედუსა ზღვაში დასცურავსდა თითქო ვინმეს დაეძებს იგი.იგი დაეძებს ჰამლეტის სასძლოს -გემების სათუთ მფარველ მადონას,უსირინოზოთ მან ვეღარ გასძლოს,სხვა თავის გულში ვერ აბატონოს.მისი მეტოქე – დელფინი შავიმას, მოციმციმეს დაუწყებს ბრძოლას,ვისთვის იქნება ეს წუთი ავი,ვინ გაიმარჯვებს, სპეტაკი, ბოლოს?ტალღის აღმართზე ჩნდება არსება -ნახევრათ ზევსი, ნახევრათ ქალი.მიმზიდველ მთვარეს ზღვა ეთარსება,უცხო დუმილის იშლება რკალი.ვით ავი სკრიპკა და ყრუ მიზრაფი,მტრები ერთმანეთს ჩუმად ხვდებიანდა ორივენი ელვის სისწრაფით,როგორც აჩრდილნი იღუპებიან.