პოეზია · ლირიკა
ზამთარი
თოვლი მობრძანდა ტენორის ყელითდა უსპეტაკეს ხელთათმანებით.შეხვდა ქალაქი ჭუჭყიან ხალით,შეხვდა სიჩუმით და მოთმინებით.გრიგალი მოდის ურიცხვ ჯარებით,როგორც ზიგფირდი და მენელაი,მოდის ყინვებით – კერპ დარაჯებით -და გამოუცნობ ღამის მელანით.ზამთარი მოდის თავის ტერორით.მან დაიკავია ყველა ქუჩები,ზამთარი მოდის ვით კომანდორი,მათხოვრებით და თუთიყუშებით.ღამურასავით დაფრინავს ქარი,დაახრჩო ბავშვი მან უპატრონო.როდის გადნება ეს თეთრი ქერიდა წაშავდება ღამე ოტრანა.მე ვარ გაკრული ცივ პაემანზე,მაგრამ არ მოდის ჩემი ინფანტა.მწარედ ვოცნებობ ვის და რამინზედა თოვლისაგან მთლად გავიპენტე.თუ მოვესწარი მე გათენებას,თუ ქარიშხალის შეწყდა თარეში,და დავაღწიე თავი ანთებას,წავალ, რომ გავთბე ხვალ ოპერაში!