↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ზღვა

გაფრინდაშვილი ვალერიან

2018-01-131 წთ საკითხავი5601 ნახვა

—
ზღვას ენატრება იყოს პატარა,ვით უნაზესი ჩიტი კოლიბრი,თავისი თავი ვარსკვლავს ადარა,ცაზე რომ ბრწყინავს დაუბრკოლებრივ.ზღვას მოეწყინა თავის სიმძიმე,ბუმბერაზობა, გრიგალი, მეხი,ნახა სიზმარში ტბა მოციმციმედა ჩინელ ქალის მტკივანი ფეხი.ზღვას აღარ უნდა თავის სისრულე,თითქო წურბელი გულზე მოება;უღონო ტრფობით ის დაისრულა-სურს ბეჭდის თვალში განმარტოება;რომ ქინძისთავის იგრძნოს სინაზედა გაჰყვეს სმენით მცირე ნაკადულს,რომ საქანელას მსუბუქ სინაზეჩამოეკიდოს, როგორც კაკადუ.უცხო ამალით მოვიდა ქალი,თავის სახელი წყალზე დაწერა,ნაბადიანი, როგორც გრიგალიიღიმებოდა ის ალმაცერად.ტალღა ავარდა მჩქეფარე სვეტად,ტალღა აფთარი და ეიფელი;თავისი თავი ზღვამ გაიმეტა,გაჰყვა ამორძალს, როგორც შლეიფი.
გაფრინდაშვილი ვალერიან

გაფრინდაშვილი ვალერიან: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი