↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

Double " T "

ჩხეტიანი ნათია

2008-05-122 წთ საკითხავი3996 ნახვა

—
სწორედ მაშინ მიაწყდებიანმეხსიერების დაგმანულ ფანჯრებს,როცა ცდილობენ გაიხსენონჯერ არნანახი ფერმკრთალი სახის სილუეტი -მომავლის ფრანი.
ვცხოვრობთ ზურგებით მიყდნობილნი -სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზურგშექცევითერთმანეთისგან,საკუთარი თავისგან დაღმერთისაგან-რომელიც სხეულებს შორისღრიჭოდ დარჩენილ სივრცეში ეტევა დაამოტომაც, გვიწევს ვისუნთქოთ მოკრძალებითუმეტესად( ან უფრო მეტად ხანგამოშვებით).ჩვენ ზუსტად ვიცით რას იტყვიან ჩვენზე,როდესაც ვდგებით შუა წარმოდგენის დროს დასცენის გავლით ვტოვებთ სუნთქვაშეკრულ დარბაზს,თავიანთ არშიაშემოვლებულ განცდებთან ერთად.ისინი ჩვენს ზურგებზე კითხულობენჩვენივე ხელით დაკიდებულ ტრაფარეტებს და უხარიათ.მაგრამ ეს ხომ არაფერია...ისიც არ არის არაფერი,ტროტუარზე ჩამომსხდარი წვიმის ძაღლებივითრომ არ ვულოკავთ ერთმანეთს სახეებს დაამის სანაცვლოდ ფართოდ გახელილ თვალებში ვიფურთხებით მელანს(ეს ფურთხი რომ შემთხვევით მოხვდეროდა,შემთხვევით გამვლელ ახალგაზრდა პოეტს,ათრთოებული ტუჩებით იტყოდა, რომ ეს არის ბედისწერა).იმ იშვიათ დროს ,როცა ვიცლით პირისპირ დავსხდეთ,აღარ ვსაუბრობთ,უბრალოდ, ვხედავთ და გვჩვენება,რომ თვალები არის ორი დიდი, ცისფერი ეკრანი,სადაც ვუყურებთ საკუთარ თავებს ნაწყვეტივითუხმო ფილმიდან, ყოველგვარი ტიტრის გარეშე.ვხედავთ წელზე თოკებით გადაბმულ ადამიანებს,როლებიც მიაბიჯებენ მთის ციცაბო კალთაზევერდიქტგამოტანილი კატორღელებივით.
რაღა დროსია, მეგობრებო?! კარგა ხანია,სულ მთლიანად გაიყიდა და შეისვა ის ბლანტი სითხე,რომელსაც ერთად წააწერეს: ”შეიძინეთ უებარი სიკეთე”.ეხლა კი მუცელს იტკიებენდა სალოკ თითს ჩვენკენ იშვერენ.
ჩხეტიანი ნათია

ჩხეტიანი ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი