↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ილუმინატორი

ჩხეტიანი ნათია

2008-05-121 წთ საკითხავი3996 ნახვა

—
ისე მოხდა,რომ უნებურად გამექცა თვალისაათისკენ საიდანაც მოჩანდა დრო-ნახევრადსველი, შიშველი ჰორიზონტი.ვერტიკალზე გაჭიმული ისრები კი,იზმორებოდნენ უძილობისგან დაუჩვენებდნენ გამთენიის ექვსს.მე შემეშინდა გახსნილი ფანჯრის,რომელიც ოთახში გარედან უშვებდამონაცრისფრო, მიმქრალ შუქს.და ჩამოდგა დილა სხვენში.მე ისევ მეშინოდა. ვცახცახებდი დავეკროდი პარალელოგრამის ფორმის კედელს,რომელზეც დიდი ხნის წინათწყლის საღებავით მიხატული სარკმელი ვიღაცასწრიულად გაეჭრა და ხის ჩარჩოებით შეემოსა იგი.ვიფიქრე,რომ ეს იყო- შტორმში მოყოლილი იახტის ამბავი,წინა ღამით ექვს კრონად დაქირავებულიიაფფასიანი სიზმარი ტიტიკაკას ტბის ნაპირებზე,სადაც მორიგებოთ ვისროდით ბადესიმ იმედით, რომ მე დავიჭერდი მზეს,შენ - მზის ღმერთს.და მივხვდი,რომ ყველა ამბავი ჰგავს ერთმანეთს ,რადგან მათ ისიზმრებენ ერთნაირი ადამიანები,ერთნაირად ეშინიათ აჩრდილების დამერე, ერთნაირად ჰყვებიან მათ.მე ახლა გაღვიძებ და გეუბნები:”უნდა დავიძინოთ,პოლარულმა ღამეებმა აუშვეს ღუზა.”
ჩხეტიანი ნათია

ჩხეტიანი ნათია: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი