პოეზია · ლირიკა
* * * "ჩვენ აღარ ვდარობთ"
ჩვენ აღარ ვდარობთ,ან უბრალოდ არ გვედარდებაროცა ვიხსენებთ დავიწყებულს.მაშინაც როცა თითები და ჩვენი მაჯები,ფერდაკარგული ლურჯი ძარღვებითჯიბის ფსკერზე სკაუტობის ჟამს ეხებიან,ან ჰაერში ეკიდებიან , ირწევიან ,აქანებენ ერთიმეორეს.ქვემოთ კი გდია პირღია და მაშვრალი მიწა ,რომ წვეთი ოფლი სიყვარულისჩამოვარდეს ჩახვეულ თითებს.
ციკლიდან :" ნაადრევად გახსნილი წერილები"ეხლა ის დროა ანუ, დროაავდგე და გავხსნა მე საკუთარი თავიროგორც ძველი წერილი,P.S.- წარწერა შინაარსით ქვედა კუთხეში:”იქნას წაკითხულ იგრიკას თვისპირველ სამშაბათს”, მაგრამრომ ხდება ნებისყოფა გვღალატობს როცა…და როცა, როცა...და როდესაც ხდება ბევრი რამ.ხდება ისე, რომ ხშირად გვიწევსგამოვიყენოთ საუბრისასვითარების გარემოება, სწორედ,იმავე ვითარების ასახსნელად,რომელსაც ვნანობთ ან... ან, უბრალოდ,ვყვებით და ვამბობთ:როგორ გამოგვაქვს მოძრავი კიბე სავსემზეობას,ვიდებთ როგორღაც უიარო ხელისგულებზედა რომ ავდივართ, ხელში სავსე წყლიანი ჭიქით,ზემოდან ქვემოთ ან, პირიქით, ანდა, პირიქით.
მი-მო-მაქვს შუბლთან გაშლილი ხელი ჰორიზონტალზე,ვიჩრდილავ სახეს და ხელს ვუქნევ მე თვითმფრინავებსფრთებში გაჩრილ თეთრი ფანქრებით,რომლებიც ცაზე ახატავენ იმავე ფერად(თეთრ) გროვა ღრუბლებს.გვიშენენ მერე წვიმის ნაცვლად ნაწვიმარ ტყვიებს.ჩვენ კი, არ ვკვდებით, ვსველდებით დაკვლავ და კვლავ, ასემი-მო-ვდივართ ქოლგებით ხელში.
ჰოდა, წერილი ნაადრევად წაკითხულიინაცვლებს ადგილს მინის კონვერტში:წერილი ბოთლით ან, მარტივად,წერილი ბოთლში.
ცისფერ ეკრანზემზე ისე შავია...ბუშტები კი ისე ჭრელი, ისე ფერადი დაისე მაღლა...ჩვენ სახეებზე, გამჭვირვალე ორი წყვილი,ოთხი ეკრანი-ვერ აკონტრასტებს ფერებს ძაძით შემოსილ ცასთან.
და-ჰ-არქივებული ლექსიაეროსტატით - მიწიდან მაღლა,ორნი, უბრალო მგზავრი და მძღოლი.დამიშნულების ადგილიც არ გვაქვს,მე ოცისა ვარ, ის - ოცდაორის.ახლა ეს ყოფა მაფორიაქებს(გული მაჯებზე გარედან ფეთქავს),რომ ვეღარ ვიყოფთ ცის პირზე ჰაერსროგორც, წყალს დამშრალ მდინარის დელტა.
საწოლის კიდეახლახანს მივხვდი, თურმე ვბერდები.ჰოდა, რაც უფრო...მით უფრო მეტად ვეტანები:ჩაის ძილის წინ,მატყლის წინდებს,კალამს და ფურცელს.შენც წაგეტანე ერთი-ორჯერ,ფიქრში გადმოგწვდი...
და ამ მოცლის ჟამს ვაღიარებ,მართალი იყო ბებიაჩემი თავის დროზე,როცა ამბობდა...აი, იმას, რასაც ამბობდა...