პოეზია · ლირიკა
წყაროვ, ო, წყაროვ
წყაროვ, ო, წყაროვ უწრფელეს გზნებითკლდიდან ველებს რომ ჩამოეჭრები,შენი სიმღერით სარბენი გზები,მოგებულია თეთრი კენჭებით.საარწივო და საშევარდენო,უწარმტაცესო მთების ალერსით.წყაროვ, ო, წყაროვ ცის მონადენომიჯნურის ცრემლზე უსპეტაკესო.ღვთისმმოსავივით განვიბან ხელებს,მოწყურებული შეგსვამ გულითა,რადგან მაგონებ ჭაბუკურ ცრემლებს,გამთბარს პირველი სიყვარულითა.