↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სიდონიასი

ჭუმბურიძე კობა

2013-05-121 წთ საკითხავი1226 ნახვა

—
სიდონია, სიდონია, ქალო, ფერმიმქრალო,შენ, ასულო ჰურიათა და იბერთა თვალო,განგებისგან მოგენიჭა მისტერია დიდი,იბერთათვის ზეცისაკენ გაგიდია ხიდი,სათუთ მხრებზე გიტვირთია მწარე ცოდვის დარდი,სიფრიფანა თითებს შენსას ჩაუბღუჯავს კვართი,ვერრა წაშლის სევდას შენსას, ასე სულშესაძარს,ძალუმ ფესვად გატოტვიხარ სვეტიცხოვლის ტაძარს,და მას უკან საუკუნო გადგას სვეტი ნათლის,ძეგლად შენი სულის მადლის, შენი ცრემლის მართლის,სიდონია, სიდონია, სიფრიფანა ქალო,ზეციური საქართველოს დედა-დედოფალო.

ჭუმბურიძე კობა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი