↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დედა ენისა

ჭუმბურიძე კობა

2011-01-131 წთ საკითხავი1170 ნახვა

—
ლევან ღვინჯილიას
წვიმებს, გერილებს და არაზანებს,ჭალებს, ჭიჭრიკონად შეფერილებსდა ცის საფირონში განაზავებს,ღრუბლებს, იალკიალ შეფენილებს,ზვირთებს რიონის და ალაზანის,ჭევლებს, ღარისთვალში ნაკულულებს,გიზად მობიბინე ბააბანებს,ტევრებს, მაღნარებს და დაბურულებს,ქედებს, ხარირემთა საბალახოს,ქარებს, ზეკარებს და საბარულებს,მთათა მოქათქათე ჩაბალახებს,ბარში ნაკადულად გაპარულებს,კორდებს, ბოკერას და დალაუგას,ცვარნამს, ბუსნარებში მოციალეს,ბილიკს, ისარას და კაპიშუკას,ბექებს, ბოლცომებს და ბორცვიანებს,ბაღებს, თითოფერად აფეთქებულს,რუებს, ღირღილებს და შფოთიანებს,კორტოხს, სამზისგულედ წაფერდებულს,ჭერეხს, კარკალებს და ლოდიანებს,კაბო ცისარტყელას, ცხრაფერქებულს,არმურს, ხევხუვებში ბოდიალას,სერებს, კირჩხალებს და ქოჩქოჩელებს,ჩხატებს, ბროლეულად ამტვერებულსდა ჩვენს დედა ენას, მოსაფერებს,ერთად მოვეფეროთ ქართველებო!

ჭუმბურიძე კობა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი