↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მაცხოვრის კვართის

ჭუმბურიძე კობა

2003-10-121 წთ საკითხავი1232 ნახვა

—
მაცხოვრის კვართის, ღვთისმშობლის კალთის,წმინდა გრაალის მადლით ფენილი,აღორძინდება მამული ქართის,ენა და რწმენაგადარჩენილი.ენთოს სამშობლოს საკურთხეველთანსიცოცხლე ჩვენი, როგორც სანთელი,ქართველს, მამულზე უფრო დალხენილს,არ შეიძლება ერქვას ქართველი.ციხე-გალავნად დავუდგეთ ივერს,ლექსად ჩამოქნილს, ტაძრად აგებულს,ლაჟვარდის ციაგს, მყინვართა ქიმებს,მიწას, ათასფრად აფარდაგებულსდა მაღლით ფარად დაგვეფინებაუკუმქცეველი მრავალი ჭირის,დავითის სიბრძნე და მოთმინებაკავკასიონზე მიჯაჭვულ გმირის.მუმლს არ დაიხვევს მუხა ჭაღარა,ქარტეხილებში ეულად მდგარი,რომ ვაზის ჯვარი გვიძღოდეს მარად,რომ მარად რეკდეს სიონის ზარი.და ჩვენ კი, ძმანო, ვუმღეროთ ვაშამამა-პაპათა აჩრდილებს ნეტარსდა მერმისისკენ ჩავუდგეთ კვალშიწმინდა გიორგის, სიმართლის მხედარს,დე იბერია იქნას მთლიანისამართლიანი და დარიანი,და საუკუნოდ ეწეროს დროშას“ღმერთი, სამშობლო, ადამიანი!”

ჭუმბურიძე კობა: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი