პოეზია · ლირიკა
მთას ვიყავ
ვაჟა-ფშაველა 1861–1915
(სიმღერა)
მთას ვიყავ, მწვერვალზე ვიდეგ,თვალთ წინ მეფინა ქვეყანა,გულზე მესვენა მზე-მთვარე,ვლაპარაკობდი ღმერთთანა.საკეთილდღეო ქვეყნისამედვა სულად და გულადა:სიცოცხლე, მისთვის სიკვდილიმქონდა მეორე რჯულადა.ეხლა თავ-თავქვე მოვდივარ,ხევში მიმელის ბნელია,თან მიმდევს ფიქრი მწუხარე,გულის, გონების მწველია.მაღლიდამ დაბლა ჩამოსვლა,ვაჰმე, რა მეტად ძნელია!წამლობას ვეღარ გამიწევსეხლა ცრემლები ცხელია,რად მოვალ, თავქვე რად მოვალ,ჩემს თავს რად ვიხდი ტიალად?იმ მთას თავს რისთვის ვანებებ,თუნდ ვიქცე ტანჯვის ფიალად?!