პოეზია · ლირიკა
კალენდარი
მკვდარი სონეტი
ეს კალენდარი - წაკითხული წლის სარჩევია.წითელი ციფირი – მოსაწყენ გვერდს ნიშნავს,რომელსაც წლებია წინასწარ ვკითხულობთ.შავ ციფრებს ნიშანი ეტყობათ _ეტყობა რაღაც მომეწონა ან რაღაც მეწყინა.დასასრული ბედნიერია – ნაძალადევადან არც ისე _ როგორც ყოველთვის.ზოგიერთ გვერდზე ხშირად ვბრუნდები.ახლაც იქ ვარ. შენზე ვკითხულობ.შენზე იქ ბევრი უცნაური რამე წერია -გადავიკითხავ, მოგიყვები და გაგახსენებ,გადავიკითხავ, მოგიყვები და გაგახსენებ