↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დევები ნაცნობ ზღაპრებიდან"

კეჭაყმაძე გივი

2026-07-181 წთ საკითხავი368 ნახვა

—
ერთგულების შესახებ რუსული ღუმელის წინ ნათქვამი ლექსიეჭვის შესახებ რუსული ღუმელის წინ ნათქვამი ლექსიბერტა ფოიტნერს
სხვები თუ წლობით ბერდებიან,ჩვენ საათობითდა წუთობით ვბერდებით,რადგან ჩვენთვის უკვე სულ ერთია,რადგან ჩვენთვის უკვე სულ ერთია,რა ხანია ჩვენი სული ერთ კოლოფში დევს.თუ გარეთ წვიმა გაკრული ხელით წერიადა ფანჯარასთან ახლოა სკამი,ჩვენ მხოლოდ ერთ თვალს ვახელთდა მყუდროებას ოცნებას ვუშლით,რადგან ასე უფრო ლამაზიაან უფრო ადვილი. . .სხვები თუ წლობით ბერდებიან,ჩვენ საათობითდა წუთობით ვბერდებითდა ასობით წელი გავიდა,რაც ჩვენთვის ყველაფერი უკვე სულ ერთია,თუმცა საღამოთი,როცა შინ ვბრუნდები,მე მაინც ვამბობ –ადამიანის სუნი მცემსდა მპასუხობ _ალბათ შენ მოგყვა.

კეჭაყმაძე გივი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი