პოეზია · ლირიკა
ბავშვები
სხვა შუადღე იდგა,შორი შუადღე,როცა შენი თმა,სახეზე ქარით მოხვეულიისევ მრცხვენოდადა გზებზე უკვე ხშირდებოდა ასეთი ქარი.სხვა შუადღე იდგა,ჩვენი მწვანე ველოსიპედითროცა უეცარ ცისარტყელას გადავუარეთ,როცა სურვილის ჩაფიქრებაც ვერ მოვასწარით,თითქოს ნატვრები წუხელ ნაცნობ ლოცვანში დაგვრჩა,გადავიარეთდა წამითაც არ გვიდარდია,ჯერ ვერ გვესწავლა წინაპრისგან წარსულზე დარდი.შუადღეა ახლადა აქამდე ათასი იყო,როგორც ცხრაფერა, მომაკვდავი ცისარტყელები –გვინდოდა ასვლა და ვერცერთხელ ვერ მივუსწარით.შუადღეა ახლა,ახლა ვხატავ ცისარტყელებს,რომლებიც გვანანშორი შუადღის უზრუნველ პეპელებს,როცა არ იცი, რომ პეპელები ორ დღეს ცოცხლობენდა მესამე დღეს უკვე აღარ შეგრცხვებაქარის.