პოეზია · ლირიკა
ნატვრა
გაღმიდან სარფს რომ გამოვხედე,მომინდა მეთქვა:მე სამშობლოდან სამშობლოს ვხედავ.
ჩემებმა მკითხეს, _ რა ჰქვიაოამ მთას, ამ ზეცას,თვალში რომ გადნა?და ვუპასუხე, _ მას ჰქვია ნატვრა.
შევედით სოფელს და იმ სოფლელთაგადაგვრია ქართულმა მადლმა._ რა ჰქვია სოფელს?ვუთხარი _ ნატვრა.ა, ტაძარს, რომელს არ აკლიახვეწა და გათლა,ხომ ხედავ ნათლად?_ რა ჰქვია?_ ნატვრა!
იმერხევს ხიდი,ათასი წლის ნავალი ხიდი, _ქვის ცისარტყელა,გავიარე, ვით ცხადი მითი._ რა ჰქვია?გაღმა ჩვენებურმა(მთლად რომ გულია)კაცმა, ხიდივით გამართულითავის ქართულითჩამიჩურჩულა, სახელიო აკრძალულია...მივხედე ჩემებს, _კაცმა-მეთქი აგვიხსნა ნათლად, _ხიდს ჰქვია _ ნატვრა.
1989