პოეზია · ლირიკა
ნატვრის ცეცხლი
ვამბობ:ეს ცხოვრება მხოლოდ ლოდინია,აი, მონატრულნიაღარ მომიდიან.
ნურვის ეგონება,რომ ეს ადვილია:ცხელი ვარსკვლავები თავზე გადივლიან;უცებ მომინდებაერთის შეჩერება,მასში ჩემი ნატვრის ცეცხლი მეჩვენება...
მითხარ, შორეულო,როდის დაბრუნდები?გელის აივნები, გზები, სადგურები...
1967