↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

მწყემსი

ხალვაში ფრიდონ

2017-05-121 წთ საკითხავი52778 ნახვა

—
მე დავიბენიერთხელ მთებში,მე დავიბენი, _უცებ, არ ვიცი საიდან, როგორ,იქ, ჩემ მახლობლად გამოჩნდა გოგო,მას იისფერი ატლასი ეცვა,თვალები ჰქონდა ლურჯი, როგორცაჭარის ზეცა,თვალებში ენთო ცისარტყელააჭარის მთების,თვალებში ენთო ცეცხლი, რაზეცმწყემსები ვთბებით._ წამოდით, _ მითხრა, _მე გაგიყვანთ მთავარ შარაზე.დავეშვით, ჩავცდით ნეკერჩხალებსლამაზ-ლამაზებს,ჩამოვუარეთ ხევებს, კლდეებს,სადაც ჩანჩქერი, _წყლის თეთრი მტვერი,ლოდებზე მღერისზვირთების მტვრევით._ აი, აქედან წახვალთ, _ მითხრა:_ აი, აქედან!მე რაღა მეთქვა?მადლობა-მეთქი, რომ იარე ჩემთვის იმდენი!..რა კარგი იყო, რომ დავიბენი!..
1955
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი