პოეზია · ლირიკა
მშობლიური სახელები
რამდენ რამეს მეუბნებამშობლიური სახელი,ზოგი _ ლხენით მეუფლება,ზოგი _ მძიმე ნაღველით,ზოგი _ ტკივილს ეწამლება,ზოგიც _ აჩენს ტკივილებს,ჯადო-ქარი ეძალებაოცნებათა გვირილებს,აქანავებს, აქანავებსმსუქან ფოთლებს რძიანებს,ტოტი სარკმელს შემოაღებს,შემაშინებს მძინარეს.შემომიტანს მთების ხმაურს,წყაროს სიცილს მხიარულს,წისქვილების ხმას საამურსკორდზე წვიმის სიარულს.რამდენ რამეს მეუბნებამშობლიური სახელი,ზოგი _ ლხენით მეუფლება,ზოგი _ ჩუმი ნაღველით.ბილიკებით, შარაგზებით,ზღვით, ჰაერით, ხმელეთით,მიწავ ჩემო, ლამაზდები,სიტყვავ ჩემო, მშვენდები.თითქოს ყველა ჩრდილის რხევაგზაზე, ხეზე, ნანგრევზე,მალული რომ ახლავს ღელვა,ჩვენ _ პატრონებს დაგვეძებს.მშობლიურო ადგილებო,სახელებო მთა-ბართა,ახლა ვიტყვი: ეს სიცოცხლეთქვენს სიცოცხლეს ჩაბარდა.
1966