↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

სთქვი და აასრულე, გოდერძი ჩოხელო

გოდერძი ჩოხელი 1954–2007

2013-05-121 წთ საკითხავი18869 ნახვა

—
კლდეებში დაასრულე სიცოცხლე შენი...კლდეებს დაუტოვე ძვალი და რბილი,კლდეებს უზიარე სიცოცხლის წილი,კლდეებზე იპოვე ძილი!სთქვი და აასრულე, სთქვი და აასრულე,რაც მოსახდენია, ჰქენი!არავის ტირილი არ გინდა ამქვეყნად,გლოვაა ეს წუთისოფელი.ლამაზი ისაა, კლდე რომ გაგიხსენებს:_ იყო გოდერძი ჩოხელი!ლამაზი ისაა, კლდეს რომ შეერევი,სუნთქვას რომ გაატან ნიავს,ქვიშას გაერევი, ბოღმას მოერევი,კლდეს სისხლით შეღებავ, მზიანს.კლდეებში შენს ძვალ-რბილსრომ ვერვინ იპოვის,კუბო რომ არავის მიაქვს,შავ მიწას სათხრელად რომ არვის გაუხდი...სიკვდილიც, სიკვდილსა ჰქვია._ შენ უკვე გიჟი ხარ, გოდერძი ჩოხელო!_ ჩემზე სულელი ხარ, შენ, წუთისოფელო!.
გოდერძი ჩოხელი

გოდერძი ჩოხელი: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი