პოეზია · ლირიკა
ჯერ კი სტრიქონმა აქ გამინათოს
1სიმღერა ლაღად გაფრენას ითხოვსდა თვალი ლანდავს სანატრელ ხაზებს.ფეხაუდგმელი ვარ ბავშვი თითქოსდა ტოლებს ძლიერ ჩამოვრჩი გზაზე.და წლები სულშიც სითეთრეს მირევსდა რა ახლოა გზა უნათლესი.მინდოდა ბევრი, არ მრჩება მცირეცდა Qჭრაქის შუქზე ფარფატებს ლექსი.მისი სინედლე, ვიგემე ადრე,ადრე ავყევი მე სხვა ზმანებებს.ვიყავ თხმელა და ვბაძავდი ჭადრებს,დროდადრო ტოტს რომ შეაქანებენ.და შევადარე მე ლექსის ხვედრიღრუბელს, რომელმაც ზეცა დანისლა...ბუნებავ, მომეც ძალ-ღონე, გვედრი,შენი გაფოთვლის და სიმწვანისა.კვირტები სკდება და ფეთქავს, ფეთქავს,ჭარმაგი ჭადრის ხატულა ტანი.ნეტავი ადრე მეც ასე მეთქვაჩემი წუხილი და გულისთქმანი.ეცნოთ სტრიქონში შრიალი ფოთლის,ტოტი, რომელზეც ფოთოლი შეხმა,და მომეწმინდა შუბლიდან ოფლი,როგორც ეს იცის სოფელში გლეხმა.2გამონათდება ცა ბინდი-ბუნდადდა თბილ ჟრუანტელს ლექსი გადამდებს...ახლა აღსრულდეს ეს ნატვრა უნდადა გულში ჩატყდეს ხმალი ვადამდე.ახლა ოცნებით ეხება ხელითვალით მოლანდულ სანატრელ ხაზებს,მაგრამ ყოფილა ხმის პოვნა ძნელიდა ტოლებს ძლიერ ჩამოვრჩი გზაზე.და ლივლივებენ სივრცეში ლურჯადშორი ველები, შორი ქედები.ცვივა ვარსკვლავი სულ ბღუჯა-ბღუჯა,ცრემლით, ნაპერწკლით და იმედებით.მალე თვალებზე ჩრდილებს მომაშლისღამე, სიჩუმის მუნჯი თავდები...მეც ყოველდღიურ მიმოქროლვაშიიქით მივალ და ვპატარავდები.და ვფეთქავ, ვფეთქავ მაინც დროებითდა ბინდში ბოლო დღეც იბარდება.ასე მიფრენენ ცად წეროები,თუმცა მიწაზეც ბევრი ვარდება.ერთი ფიქრიღა ამყვა ჩრდილივითჩემი ფრთქიალა ფრთების აფრიდან:...ესმის დარჩენილ წეროს წივილიწეროს, რომელიც უკვე გაფრინდა?!. . . . .ჯერ კი სტრიქონმა აქ გამინათოსდა არაფერი მაქვს სათხოვარი,მერე იმ ხის ქვეშ დამაბინადრონ,ჩემი საწყალი მამა რომ არი...