პოეზია · ლირიკა
ალბომში
ვის სად დაღლის, ვის სადა, გზა და საფიქრალი,სტროფში გაკრთე ვისადაც, მაინც დაგრჩეს ვალი.ვინ გაგხადოს ღირსადა დაინახო თვალით:კაბა ხავერდისა და მოფრთხიალე ქალი!დილა გაგისისხამდა, ეძალები ძალით.ქვა კვირტს როდის ისხამდა?ცეცხლს სდიოდა წყალი?ვინ სად წავა, ვინ სადა, ვაი, ჩვენი ბრალი...კაბა ხავერდისა და ხოხობივით ქალი!