↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

თეთრი ხელთათმანები

გვეტაძე ვასილ

2014-05-121 წთ საკითხავი511 ნახვა

—
მოფარფატებენ ეს ფანტელები _მათაც დაუდგა დღე დანანების...თითქოს ნათიამ ლამაზ ხელებითწაიძრო თეთრი ხელთათმანები.ამ სისათუთეს და მოფერებასმითხარი ახლა, რა მოიგერებს.თოვს და თოვაში თრთოლვით ერევათეთრი ფიფქი და თეთრი სიბერე.ასეა, ზრება ნაზი დარები,რომ დაუბერა ქარმა თავნებად,და მაინც თბილი და უკარები,ბოლომდე რჩება ამპარტავნება.შეხედე, თეთრ და ფართე ფარტენებსამ ქარმაც ცივი ხელი დარია.თეთრად ცისკიდე ამოათენეს...ძვირფასო, ესეც ხომ სიზმარია!ეს ქარი რაღად მოიმიზეზეს,თუ მოაქვს თოვა _ ელვა დანების...ნათიას ლამაზ, დამზრალ თითებზე,წააძრეს თეთრი ხელთათმანები.
გვეტაძე ვასილ

გვეტაძე ვასილ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი