↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ამინ

ხალვაში ფრიდონ

2015-05-121 წთ საკითხავი52781 ნახვა

—

ჯანსუღ ჩარკვიანს

ერთად ვართ, ერთად ჭირსა თუ ლხინში,
გრძნობით, მიზნებით და ძმობის ნიშნით,
ასეთი რწმენის ყვავილებს გიშლით,
კარგ პოეტს, კარგ ბიჭს, კარგ მამულიშვილს.
ამ შფოთის დროში, ბოროტთან ომში,
ერთი იმედის სინათლით ვიშვით,
ვერვინ დაჩაგრავს საქართველოში
კარგ პოეტს, კარგ ბიჭს, კარგ მამულიშვილს.
სიკეთისათვის თავის განწირვა,
არსად, არაფრის წინაშე შიში,
აი, ეს შვენის გარეთაც, შინაც
კარგ პოეტს, კარგ ბიჭს, კარგ მამულიშვილს.
მაღლდება სახლი მოძმის შემოსვლით,
მოკვდეს მოსურნე ჩვენი გათიშვის,
ამინ! _ გეცოცხლოს საქართველოსთვის,
კარგ პოეტს, კარგ ბიჭს, კარგ მამულიშვილს.
1984
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი