↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

არ ამიხსნია

ხალვაში ფრიდონ

2015-05-121 წთ საკითხავი52777 ნახვა

—
მე ლექსისათვის სიყვარული არ ამიხსნია,ის თვით მოვიდა, ჩემში თავის სარჩო ეძია,ბედის აკვანი უნდა მისი სუნთქვით მერწია,ფიქრით მეცქირა იქით, კარჩხლის თავს რომ ნისლია.
რაც რომ მეგონა ჩემი იყო, თურმე მისია,ის ჩემი აზრის ასაკია და თვალ-ყურია,არ მაკისრია ამ ყოფაში სხვა რამ მისია,თუ არა ის, რაც დედა-სიტყვის სამსახურია.
მეგობრის ყოლა და ოჯახი მყუდრო მიყვარდადა რაც მიყვარდა, თავი ჩემი მასთან მიმყავდა,ბევრი მინდოდა, ცოტა ვპოვე, მაგრამ ერთ პოეტს
მეც მეძახოდნენ, რაც ყოველთვის მერჩია ყოველსდა მივალ ისევ, თან ამ მიწის მიმდევს დარდები,მიწის, რომელსაც ბოლო-ბოლო მეც ჩავბარდები.
1994
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი