↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

ასვლა

ხალვაში ფრიდონ

2015-05-121 წთ საკითხავი52776 ნახვა

—

გურამ ფანჯიკიძეს, ჯემალ ჯაყელს, ამირან ხაბაზს

იქნებ ასვლა ვარძიამდე,ასვლა გოდერძ-სხალთა-რიყეთს,დიდ მგზავრობად არც კი ჩანდეს,მაგრამ ჩემთვის დიდი იყო.მინდა ყოველ ასვლით ვძებნოთდღე, როგორიც იყო ის დღე,მთაში ერთად ყოფნა, ძმებო,სიყვარულად რომ დამწიფდეს.გახსოვთ, ღვარმა ხიხანს, ვერნებს,როგორ ღვარა, როგორ ფუშა,ჩვენც შურ-ბოღმით ბევრჯერ ვევნეთ,მაგრამ გვითქვამს: არა უშავს.თხილვანაში როცა მიხვალ,ძველს და ახალს ლოცავ როცა,ატყობთ, როგორ მოსწონს ხიხანსჩვენი ასვლა, მღერა, კოცნა?!იყოს ასვლა, სულ ცის გახსნა,როცა მზეც კი აღარ ჩავა,საქართველოვ, აქ ვართ, რაც ვართ, _მესხეთი ვართ, აჭარა ვართ.გახსოვთ ნისლში, სიცივეში,ჩვენ ძმობით რომ მტრობა ვკალით,ცამ ცინიკურ სიცილივითდაგვაყარა ხოშკაკალი.თუმცა, არა, ალბათ მოსვლით,ხალისი რომ მოვაცილეთ,მოზეიმე მთის ტაროსიგვიმართავდა ოვაციებს.მერე, ლამაზ ზეგნურ ზრუნვით,ცეცხლთან ნათბობ მოგონებით,მორთო გენჯალასმა ზურამ,სუფრა ჯიგარ-სოკოებით.გვითხრა: გოდერძივით გაძლებთ,როცა გული გულს არ უშლის,ღმერთი დიდხანს გავაჟკაცებთსიყვარულის სამსახურში.გვთხოვა, ვარძიაში გვეთქვა,სალოცავად ლექსის ღმერთის,ჩვენი ქართველობის ქება,სამას წელიწადს რომ ვერ ვთქვით.ჩვენ კი თითო ცრემლის წვეთადჩავიწვეთოთ სიტყვა სულში,და ვიფიცოთ, ვიყოთ ერთადსიყვარულის სამსახურში!
1996
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი