პოეზია · ლირიკა
დელფინის ღიმილი
ეს ხდება დილით, ოკეანე თვალს რომ გაახელსდა რძისფერ ზვირთითლურჯ სივრცეებს მოეფინება,წყვილად, თამაშით აედევნენ გემს დელფინები,არ მოისვენეს, ვიდრე თავი არ დაგვანახეს.ხოლო გემბანზე რა დალანდეს ადამიანი,მოიპატიჟეს მთელი გუნდი,იყო რიალი, _ხტომა ჰაერში, სხეულების წყალზე ტლაშუნი,მხიარულება და წესრიგიც ვნახეთ საშური.აჩენდნენ კბილებს,რატომ? _ იქნებ ღიმილისათვის?აღებდნენ პირებს,იქნებ რამეს გვეუბნებოდნენ?გვსდევდნენ, გველოდნენ და ყველაფერს გვიმეორებდნენ,მაგრამ ადამის ძენი რადგანვერრას ხვდებოდნენ,დაღონებულნი, შეშფოთებით ერთურთს მიზავდნენდა თითქო წყენით გაქრნენ, აბა რაღას იზამდნენ?ჩავცქერი სიღრმეს და უღრმესი ტკივილი მივლისდა ოკეანე ემსგავსება დელფინის ღიმილს.