↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"

პოეზია · ლირიკა

დღეის ბათუმი

ხალვაში ფრიდონ

2016-05-121 წთ საკითხავი52773 ნახვა

—
როგორ არ ვუთხრა საყვარელ ქალაქს _ქალაქო ვინ ფლობს შენნაირ ალაგს,შუა ზამთარში ყვავილი მოვა,აქ ერთდროულად წლის ოთხი დროა.
შენ, ძველო კოლხო, მესხო, აჭარავ,შენი ქართული მზე აღარ ჩავა,თამარის ეშხო, კახაბრის ხმალო,უფრო ძლიერი იქნები ხვალე!იყავ, იცოცხლე, არ დაიღალო!
სადაც ჭოროხის იწყება დენა,ქათქათა ქვებზე ჩქერების ხვევნა,ფოთლების ღელვად, ფრთოსნების სტვენადიბადებოდა ქართული ენა.რაც კი ხმაში და სიტყვაში ბორგავს,რაც ჟამთადენის ძირიდან მოგვაქვს,ის ცოცხალია, მიჰყვება, მიგვყავსდალოცვილია ქება არ უნდა;შენ დედაენა იმ დღიდან გიყვარს,ძარღვებში ცხლად რომ ასიარულდა.
ამ წამოწყების მოგრთავს დიდება,შენზე თქვან: _ ოქრო და საწმისია,ბათუმი არა ქვეყნის კიდეა,ბათუმი _ ქვეყნის დასაწყისია.
1995
ხალვაში ფრიდონ

ხალვაში ფრიდონ: სხვა ნაწარმოებები

მსგავსი ნაწარმოებები

დესპანი