პოეზია · ლირიკა
ზესტაფონი
ზღვიდან, ცისფერ პორტიდან,ზესტაფონო, მოვდივარ,ჩემი დიდი სავალისაქ ხომ შუაგულია?!გზა მინახავს მრავალი,მაგრამ ასე ალალიგზა _ თავგადასავალი,სად მაქვს მე ამ დუნიას.მოვდივარ და მომდევენხეები და კორდები,ხან დარდში, ხან ღიმილში,ჩემი ბათუმ-თბილისისგზა აქ მინახევრდებადა უცნაურ თილისმით,გული ლექსს რომ მიისვრის,გული არ მიბერდება.
და ძველ ეშხით მორთულიის, ნაცნობი მოტივიისევ განმეორდება:`ზესტაფონო, გშორდები~,მაგრამ, როცა გშორდები,უფრო გიახლოვდები.ხან ქცეული სირბილად,ზღვის ბიბინა მინდვრიდან,ნიავის ნავს მოვდევდი,ვენდობოდი მიტომაც;აქ ყოფილა სტრაბონი,მიტომაც ზე-სტაფონიშენ დრომ დროისოდენისახელად დაგიტოვა.მახსოვს შენს გრილოებშიტაბლა-ციცქით დოქებში,ცხელი, თხელი მჭადებიდა კეცის სხვა ჯადონი.თუკი დავგვიანდები,გთხოვ, სუფრას რომ გადაშლი,მაგ შენს ტკეჩის კალათში,ჩემი კერძიც ჩადევი.
1997